saqarTvelos mdinareebi - buja
სათავე | რაჭის ქედი 42°23`48` ჩ. გ. 43°09`31` ა. გ. |
შესართავი | მგ. ძუსა 42°09`21` ჩ. გ. 43°02`28` ა. გ. |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 184 კმ² |
მდინარე ზემო იმერეთში, მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთი სათავე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 184 კმ2. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1194 მ. საშუალო წლიური ხარჯი 9,76 მ3/წმ. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში.